საქმიანობა

მენიუ დახურვა
ge en ru
100%

საქმიანობა

მშენებლობა

კომპანია ელიტა ბურჯი გთავაზობთ კომპლექსური სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს მშენებლობის სრულ პაკეტს, საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, პროექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული. ელიტა ბურჯის მაღალკვალიფიციური გუნდი დაგეხმარებათ დეტალურად დაგეგმოთ და განახორციელოთ პროექტის მშენებლობის სრული ციკლი.


კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დანიშნულების პროექტების მშენებლობას, როგორიც არის ინფრასტრუქტურული, მრავალფუნქციური, სასტუმრო, საცხოვრებელი თუ სპორტული დანიშნულების ობიექტები.


ამ სფეროში კომპანიის მრავალწლიანმა წარმატებულმა საქმიანობამ  განაპირობა ელიტა ბურჯის მაღალი ხარისხი და კვალიფიკაცია სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიმართულებით.

გაიგე მეტი
ფასადის სისტემები

ფასადის სისტემები თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ სფეროში ელიტა ბურჯი არის წამყვანი კომპანია და გამოირჩევა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხით. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა შენობა- ნაგებობების, ექსტერიერისა და ინტერიერის შემინვისა და მოპირკეების სამუშაოთა წარმოება. დამკვეთის სურვილისა და პროექტის მიხედვით გთავაზობთ ფასადის სისტემების სამუშაოთა წარმოებას შემდეგი მიმართულებით:

  • ალუმინის ფასადის სისტემები
  • ალუმინის კარ-ფანჯრები
  • ვენტილირებადი ფასადის სისტემები

ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს ლიდერი კომპანიები ფასადის სიტემების მიმართულებით  REYNAERS ALUMINUM და SCHUKO.

გაიგე მეტი
ლითონის კონსტრუქციები

„ელიტა ბურჯი“ არის წამყვანი კომპანია ლითონის კონსტრუქციების წარმოებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების მიმართულებით ქართულ ბაზარზე.

ამ სფეროში კომპანიის მრავალწლიანმა წარმატებულმა საქმიანობამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმატებით შესრულებამ განაპირობა ელიტა ბურჯის ლიდერის პოზიცია როგორც ლითონის კონსტრუქციების პროექტირებისა და მონტაჟის მიმართულებით, ისე ზოგადად ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კუთხით.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ გთავაზობთ

  • ნებისმიერი სირთულის ლითონის კონსტრუქციის პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი
  • სარკინიგზო, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა
  • რკინა-ბეტონის კონსტრუქციები
გაიგე მეტი
ინტერიერი და ავეჯი

ელიტა ბურჯი აწარმოებს სხვადასხვა დიზაინის ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებსა და ავეჯს ნატურალური ხისა და მდფის-გან. ჩვენი უნიკალური დანადგარები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გვაძლევენ საშუალებას დავამზადოთ ნებისმიერი დიზაინის საოფისე, სასტუმროს, რესტორნის თუ სხვა სერიული დაკვეთის ავეჯი და ხის ნაკეთობა.

ჩვენი მაღალი სტანდარტის სამღებრო უზრუნველყოფს ხისა და მდფ-ის ღებვას უმაღლესი ხარისხით.

გაიგე მეტი
საპროექტო სამუშაოები

"ელიტა ბურჯი" გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების საპროექტო მომსახურებას. დამკვეთის სურვილის მიხედვით, ჩვენი შეთავაზება მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

  • ლითონის კონსტრუქციებისგან შედგენილი შენობა ნაგებობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
  • რკინა-ბეტონის  კონსტრუქციებისგან შედგენილი შენობა ნაგებობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
  • ლითონის კონსტრუქციებისთვის დამუშავებული KM ნახაზებიდან, KMD დოკუმენტაციის შედგენა
გაიგე მეტი
ჩვენი პარტნიორები