კარიერა

მენიუ დახურვა
ge en ru
100%

კარიერა

„ელიტა ბურჯის“ გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ გუნდს პროფესიონალი და გამოცდილი წევრები შევმატოთ, რადგან სწორედ გუნდი წარმოადგენს კომპანიის უმნიშვნელოვანეს აქტივსა და მამოძრავებელ ძალას.
ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ეცნობიან სამშენებლო სფეროში არსებულ სიახლეებს, სისტემატიურად უტარდებათ ტრენინგები, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებსა და სემინარებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

კომპანიაში მოქმედებს სტაჟირების ინოვაციური პროგრამა, რომელიც დამამთავრებელი კურსისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის კარიერის დაწყების, პროფესიაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის უნიკალური შესაძლებლობაა. უახლესი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით დატვირთული სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულებისას შემდეგ პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეუერთდნენ „ელიტა ბურჯის“ გუნდს სრულფასოვანი თანამშრომლის სტატუსით, მიიღონ ახალი გამოცდილება და განვითარდნენ.

 

ჩვენ, ყველა ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ერთად ვმუშაობთ დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენთვის გადამწყვეტია თანამშრომლობა, გამჭვირვალე ურთიერთობის კულტურა, ურთიერთპატივისცემა და ცოდნის გაზიარება.

ჩვენი ძლიერი გუნდი, რომელიც მუდმივად ვითარდება და იზრდება კომპანია ელიტა ბურჯის  წარმატებისა და რეპუტაციის ძირითადი განმსაზღვრელია.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

ელიტა ბურჯისთვის პრიორიტეტულია ადამიანური რესურსების სწორად მართვა და საკადრო პოლიტიკის ეფექტურად დანერგვა ორგანიზაციაში.

ჩვენი პარტნიორები