სიახლეები

მენიუ დახურვა
ge en ru
100%

სიახლეები

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალი კაფე აშენდა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალი კაფე აშენდა. "ელიტა ბურჯმა" შეასრულა ფასადისა და ინტერიერის მოწყობის სამუშაოები.

  • ფასადი მოეწყო ალუმინის ვიტრაჟითა და HPL პანელებით
  • დამონტაჟდა მინის მოაჯირები
  • ინტერიერი მოპირკეთდა ხისა და კომპოზიტური პანელებით
  • დამონტაჟდა შეღებილი MDF-ისა და ლითონის კარები
გაიგე მეტი
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის კვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა დასრულდა

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ლითონის სამუშაოები შეასრულა კომპანია  „ელიტა ბურჯმა“. კერძოდ, მოეწყო ლითონის 36 მეტრიანი ხიდი, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე დამონტაჟდა ლითონის მალის ნაშენი, დამზადდა და დამონტაჟდა ესტაკადის ლითონის მოაჯირები და ლითონის თვალამრიდები 36 მეტრის სიგრძეზე, მოეწყო ესტაკადაზე ასასვლელი ლითონის კიდე.

დამკვეთი: შპს ენსისი

გაიგე მეტი
სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯმა“ მონაწილეობა მიიღო მათემატიკის ოლიმპიადის დაჯილდოების ღონისძიებაში

21 ივნისს ბათუმში გაიმართა მათემატიკის ოლიმპიადა „გახდი ოლიმპიელი 2019“ - ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება. სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯმა“, როგორც მათემატიკის ოლიმპიადის მხარდამჭერმა, მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ღონისძიებაში. ელიტა ბურჯის დირექტორმა გიორგი როგავამ დააჯილდოვა ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული და კომპანიის რჩეული გელა კირვალიძე. ღონისძიება იმართება ყოველ წელს და მისი ძირითადი ამოცანა არის ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ სამომავლო განვითარებაზე.ზრუნვა

გაიგე მეტი
ჩვენი პარტნიორები