მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა გრძელდება. თებერვლის თვეში, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა. ლითოკონსტრუქცია დამზადდა და დამონტაჟდა კომპანია „ელიტა ბურჯის“ მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ.
სიახლეები
ნაძალადევის რაიონში სპორტული ცენტრი აშენდა
გაიგე მეტი
ნაძალადევის რაიონში 3 247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სპორტული ცენტრი გაიხსნა.
სპორტული კომპლექსი აერთიანებს ჭიდაობის დარბაზს, კრივის რინგს, ორ საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ), ფიტნეს-დარბაზს, ასევე კაფესა და სპორტულ მაღაზიას.
პროექტის სამშენებლო სამუშაოები კომპლექსურად შეასრულა კომპანია „ელიტა ბურჯმა“.