სასტუმრო, პარაგრაფ ჰოტელ & სპა რიზორთსი

მენიუ დახურვა
ge en ru
100%
სასტუმრო, პარაგრაფ ჰოტელ & სპა რიზორთსი
სასტუმროები
დამკვეთი: შპს ბლექ სი რიზორთსი
დაწყების თარიღი: 09/2015
დასრულების თარიღი: 01/2018
კატეგორია: სასტუმროები
სტატუსი: დასრულებული
პროექტის აღწერა

სასტუმრო „პარაგრაფ ჰოტელ & სპა რიზორთსი“ მდებარეობს დაბა შეკვეთილში და Marriott Autograph Collection-ის ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული. სასტუმროში არის 220 ნომერი, 4 რესტორანი,  უნიკალური აკვარიუმი, ზამთრის ბაღი ეგზოტიკური ნარგავებით, ზღვაში შეჭრილი 110 მეტრის სიგრძის ღია საცუაროა აუზი, სპა ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, აკვაპარკი,  სხვადასხვა გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. პროექტში "ელიტა ბურჯის" მიერ შესრულებული სამუშაოებია:

 

  • ზამთრის ბაღის მზიდი ლითონკონსტრუქცია და ლითონის გადახურვა
  • აკვაპარკის (ტობოგანის) მზიდი ლითონკონსტრუქცია და ლითონის გადახურვა
  • სქაი და ლაუნჯ ბარის გადახურვის ლითონკონსტრუქცია და შეფუთვა (Saray Bond, U-kon)
  • სასტუმროს პანდუსის მზიდი ლითონკონსტრუქცია და შეფუთვა (Saray Bond, U-kon)
  • ზამთრის ბაღის და აკვაპარკის სახურავი, პოლიკარბონატი
  • ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემები (Schucoe), მინა - Saint Gobain
  • მინის მოაჯირები
  • ვენტილირებადი ფასადის სისტემა (Saray Bond, U-kon)
  • ვენტილირებადი ფასადი, გრანიტის ბუნებრივი ქვა
  • ხის პანელები საზოგადოებრივ სივრცეებში
  • ჩასაშენებელი ავეჯი 220 ნომერში
  • აკვარიუმის გვირაბი

ჩვენი პარტნიორები